вторник, 18 июля 2017 г.

მეცხრე დღე

            დღეს მოვახდინეთ ტრენინგის  შეჯამება, გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია, შევაფასეთ ერთმანეთის  ნამუშევრები.
           პროექტებით სწავლება ჩემთვის მთავარი გამოწვევაა, ამ ტრენინგმა მომცა ამომწურავი პასუხები ჩემს შეკითხვებზე და მომცა შესაძლებლობა პროექტებით სწავლება განვახორციელო ჩემს პრაქტიკაში.
         ინტელის სახელმძღვანელონო შემთვის კარგი აღმოჩენაა, მისი დახმარებით შევძლებ პროექტის დაგეგმვას, მომზადებას,სხვადასხვა რესურსების შექმნას და ზოგადად პროექტის განხორციელებას.ვისწავლე ბლოგზე მუშაობა, დრაივის გამოყენება  რითაც გავიმდიდრე ჩემი პროფესიონალური ცოდნა- გამოცდილება.
         .მადლობა ქ-ნ ხათუნას გულისხმიერი,  პროფესიონალური მუშაობისთვის.

воскресенье, 16 июля 2017 г.

მერვე დღე

     დღეს განვიხილეთ  ჩემთვის  მნიშვნელოვანი საკითხი ,ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ.შევავსე პროექტის  გეგმის  შაბლონიდა დავწერე რეფლექსია.
ყოველი სამუშაო დღე არის  საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული,მადლობა ქ-ნო ხათუნა.

суббота, 15 июля 2017 г.

მეშვიდე დღე

                დღევანდელი დღე განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა.დავწერე სასწავლო პროცედურები.ტრენერმა  მომცა  ამომწურავი პასუხები თემასთან დაკავშირებით.ამ ცოდნას განვახორციელებ პრაქტიკაში.მადლობა ქ-ნ ხათუნას პროფესიონალური მუშაობისთვის.

воскресенье, 9 июля 2017 г.

მეექვსე დღე

      დღეს დავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის.  შევქმენი  მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომი და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.ყოველი დღე საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთულია.

суббота, 8 июля 2017 г.

მეხუთე დღე

         დღვანდელი დღე ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა .      განვიხილეთ ჩემთვის       მნიშვნელოვანი საკითხები: შეფასების სტრატეგიები   და შესაბამისი მეთოდები,ინსტრუმენტები.შევარჩიე ჩემი პროექტისათვის საჭირო და ჩავწერე შეფასების დროის ჩარჩოში. გავეცანი შეფასების რამოდენიმე ფორმას, რომლებსაც  გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.დღემ ნაყოფიერად  ჩაიარა.

воскресенье, 2 июля 2017 г.

მეოთხე დღე

                დღევანდელი დღე ინფორმაციული იყო: საიტიდან ncp.ge მოვიძიეჩემი პროექტის შესაბამისი კრიტერიუმები და ინდიკატორები, დავწერე შესაბამისი  სასწავლო
მიზნები. გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს.ეს დამეხმარა მომეფიქრებინა  ჩემი პროექტისათვის ზუსტი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ჩავწერე გეგმაში და  გავაზიარე  ფაილი კომენტარებისათვის.დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩი.

суббота, 1 июля 2017 г.

მესამე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა, წარმოვადგინე საშინაო დავალება, რომელიც გადმოვიტანე ელექტრონულ ფორმატში. საინტერესო იყო ინფორმაცია სტანდარტებისა და მიზნების სწორად შემუშავებაზე. მივიღე საშინაო დავალება. დღემ ნაყოფიერად  ჩაიარა.

воскресенье, 25 июня 2017 г.

მეორე დღე

                 მე  ვფიქრობ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო, რადგან დავიწყე იმ საკითხების შესწავლა, რაც მაინტერესებდა ამ ტრენინგზე. ვისწავლე მუშაობა და  ინფორმაციის შენახვა  ღრუბელში ,გავეცანი ჩეკლისტს, ძალიან მომეწონა საინფორმაციო ბუკლეტის  შექმნა.ტრენერმა  პროფესიონალურად იმუშავა.


суббота, 24 июня 2017 г.

პირველი დღე

        ტრენინგი დაიწყო  ურთიერთგაცნობით. შემდეგ გავეცანი კურსის მიზნებს,მსვლელობას. საორგანიზაციო საკითხების მოგვარების  შემდეგ  ვნახე ინტელის  სახელმძღვანელო, გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს სტრუქტურასა და მისი გვერდების ნავიგაციას,განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა    პროექტის"მზის სისტემის"'გაცნობამ.ჯგუფის  წევრებმა წარმოვადგინეთ  ჩვენს მიერ  განხილული პროექტები მოკლე მიმოხილვით. ვნახე ტრენერის მიერ შექმნილი პროექტიც. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს. შევქმენი ბლოგი .ვფიქრობ დღე იყო დატვირთული ინფორმაციებით.